მთავარიმიჩქმალული ამბები

ვინ რას მალავს დეკლარაციებში ?

“აი, ფაქტი” აგრძელებს საჯარო მოხელეების დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად, იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები შევისწავლეთ. წყალტუბოში, ხარაგაულში, ვანსა და ხონში დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჯამში 91 ადამიანს აქვს, აქედან ათს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამს, ხარაგაულში ერთს, ვანში ერთს, ხოლო ხონში ხუთ საჯარო მოხელეს. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 

ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეს, მურმან შალამბერიძეს დეკლარაციაში არ აღუნიშნავს, რომ 2010 წლიდან ინდ. მეწარმეა. გარდა ამისა, მის სახელზეა რეგისტრირებული 8,540 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში, რომელიც დეკლარაციაში ასახული არაა. 

ლატავრა ბენდელიანი ფრაქცია “ქართული ოცნება მწვანეების” თავმჯდომარეა. ის  ინდ. მეწარმეა და ასევე შპს “ლილე 2007”- ის დირექტორია. არც ერთი მათგანი დეკლარაციაში არაა ნახსენები. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, აფრასიონ ლურსმანაშვილის მამა, მათე ლურსმანაშვილი 2006 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა. თუმცა, აფრასიონ ლურსმანაშვილს ეს გარემოება დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 

ვანის მუნიციპალიტეტი

კულტურის, განათლებისა და ახალგზარდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს,  კობა ტოხვაძეს დეკლარაციაში არ აღუნიშნავს, რომ მისი მეუღლე თეა კაპანაძე ინდივიდუალური მეწარმეა. 

ხონის მუნიციპალიტეტი

შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგო ბალავაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე, მზია მეფარიშვილი 2018 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა. 

შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ვეტერანთა და  იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, ლეილა კინწურაშვილს დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ მისი მეუღლე, რამაზი გენძეხაძე ინდივიდუალური მეწარმეა 1996 წლიდან. 

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ილია ყუფარაძის შვილი თინათინ ყუფარაძე 2018 წლიდან შპს “თრეველ აფის” მფლობელი და დირექტორია. 

ფრაქცია “ამომრჩევლის ხმის” თავმჯდომარე, სერგო ჯალაღანია ინდივიდუალური მეწარმეა და დეკლარაციაში ამის შესახებ არ მიუთითებია. 

ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორების” თავმჯდომარე, არჩილ საღარაძე ინდივიდუალური მეწარმეა. გარდა ამისა, ის წილს ფლობს შპს “იოველსა” და შპს “ფარმა 20”-ში. შპს “იოველის” 20 პროცენტიან წილს ფლობს არჩილ საღარაძის მამა, გიორგი საღარაძე. დედამისი, მანანა სებუა კი ამავე კომპანიის დირექტორია. არჩილ საღარაძეს დეკლარაციაში ეს ინფორმაცია მითითებული არ აქვს.  


Related posts
იმერლების გასაჭირიმთავარი

როგორი იქნება ქუთაისის გენგეგმა?

მთავარი ფოტოს ორიგინალი ვერსია…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

“ქვიშით აშენებულები” - ნაწილი II

ინგა ჯაჯანიძის სახლი საჩხერეში, მთის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

ბიუჯეტის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯები

საქართველოს ბიუჯეტის 40 პროცენტი…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *