დაბრუნების პოლიტიკა

გამოწერის თანხის დაბრუნების პოლიტიკა

1. აი,ფაქტი გამოწერის თანხის დაბრუნების პირობები:

1.1. ა(ა)იპ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების გვერდის გამოწერის  დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 2 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი გამოწერა ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

2. პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ აი,ფაქტის  ორგანიზაციას და აცნობოთ მომსახურების დაბრუნების შესახებ;

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი გამოწერის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის თანხა, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (საჭიროა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა აი,ფაქტის ელ. ფოსტის მისამართზე: info@ifact.ge

2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს მომსახურების მიღებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ანაზღაურების წესი:

3.1. აი,ფაქტი, მკითხველის მიერ შეძენილი გამოწერის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ გამოწერის მომსახურებაში გადახდილი თანხის 100%-ი.

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

3.3. აი,ფაქტი მომხმარებელს შეძენილი გამოწერის მომსახურების ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 10 სამუშაო დღის ვადაში.