შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ა(ა)იპ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი,ფატის (შემდგომში “მომწოდებელი”/ifactimereti.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ifactimereti.ge ვებ-გვერდის გამოყენებას შემოთავაზებული გამოწერის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ifactimereti.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ifactimereti.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ifactimereti.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ifactimereti.ge -ს თანხის დაბრუნების პოლიტიკას. 

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა კლიენტს რომელსაც სურს ifactimereti.ge -ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ifactimereti.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

1 . ტერმინთა განმარტება:

1.1.  წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

1.1.1.  ანგარიში – ნიშნავს კლიენტის ან მომწოდებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

1.1.2.  ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

1.1.3.  გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და მომწოდებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

1.1.4.  ვებ-გვერდი – ნიშნავს  ifactimereti.ge -ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

1.1.5.  კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს ifactimereti.ge -ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს მომწოდებლის მომსახურება;

1.1.7.  ორგანიზაცია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს   ifactimereti.ge-ს,  რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402035962, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ზღვისუბნის დასახლება, IV კვარტ

1.1.8.  მომხმარებელი – ნიშნავს ifactimereti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს

1.1.9.  მხარეები – ნიშნავს ორგანიზაციას და  მის მომხმარებლებს;

1.1.10.  ifactimereti.ge პლატფორმა – ifactimereti.ge -ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს  ifactimereti.ge -ს ვებ-გვერდს, ან/და ifactimereti.ge -სთვის ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს;

1.1.11.  ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

1.1.12.  უნივერსალური იდენტიფიკატორები – ifactimereti.ge -ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ifactimereti.ge -ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

1.1.13.  წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ifactimereti.ge -მ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს  მომსახურებასთან წვდომისათვის;

2. განცხადებები:

2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1.  არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.

2.2.  მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ დაეთანხმოს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.3.  გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.4.  მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.5.  პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ifactimereti.ge -ს მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ifactimereti.ge -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.8. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, რეგისტრაციის შეწყვეტამდე,  ifactimereti.ge -მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

2.9.  მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე;

2.10.   მომხმარებლები აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ:

2.10.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

2.10.2   არ გამოიყენებენ რაიმე პროგრამუი უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში; 

3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:

3.1.  მყიდველის ifactimereti.ge -ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:

3.1.1.  ifactimereti.ge -ს მომსახურებით კლიენტის მიერ სარგებლობისათვის:

  • კლიენტი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე ifactimereti.ge;
  • რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
  • რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება ifactimereti.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ მომსახურებას ვადების მიხედვით და ამატებს კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
  • თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა ifactimereti.ge -ს მომსახურების პირობებთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს  ელ.ფოსტაზე: info@ifact.ge

4. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები: 

4.1.  მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელს იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.

4.2.  პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, ifactimereti.ge -ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.  პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.

4.3.  მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ორგანიზაციამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

5. ავტორიზაცია:

5.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

5.2.  ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

6.მომხმარებლის მიერ სასურველი მომსახურების შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:

6.1.  ავტორიზაციის მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

6.2.  ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი სტატიის კატეგორიას.

6.3.  კლიენტი სტატიის ბოლოს არსებული „ერთთვიანი გამოწერის“ ან “ერთწლიანი გამოწერის” ლინკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ გამოწერის მომსახურებას.

6.4.  მომსახურების კალათაში განთავსების შემდეგ კლიენტი გადამისამართდება ანგარიშსწორების.

6.5.  კლიენტს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, თანდართული  თანხის დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.

8. ifactimereti.ge -სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება:

8.1.  მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

8.2.  საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ორგანიზაცია.

8.7.  მყიდველი ifactimereti.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:

9.  ifactimereti.geპასუხისმგებელია:

9.1. მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

9.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

9.3. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;

10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა:

10.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:

11.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

11.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

11.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

11.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

12. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა:

12.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება ifactimereti.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა ifactimereti.geნებისმიერი არხით სარგებლობისას.

13. ერთიანი ხელშეკრულება

13.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებს.

14. კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

14.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – ifactimereti.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

14.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ifactimereti.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ifactimereti.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.

15. ნივთის შეძენა და მიღების წესი:

15.1. მომხმარებელი ifactimereti.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი მომსახურების მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული ავტორიზაციის.

15.2. წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი მომსახურების მიმართ.

15.3  ifactimereti.geუფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გამოწერა.

16. გამოწერის თანხის დაბრუნების პოლიტიკა

16.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ifactimereti.ge-ს გამოწერის თანხის დაბრუნების პილიტიკა. ჩვენს ვებ-გვერდზე – ifactimereti.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით თანხის დაბრუნების პოლიტიკა პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

17. გარდამავალი დებულებები:

17.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

17.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ifactimereti.ge-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევეწარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც ifactimereti.geმოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

17.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

17.4. ifactimereti.ge უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ifactimereti.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ifactimereti.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

17.5. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ifactimereti.ge-ს იურიდიული მისამართი;