მთავარიმიჩქმალული ამბები

შენიღბული ინტერესთა კონფლიქტი ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერია ტენდერებს თავისი თანამშრომლების კომპანიას უფორმებს. ელექტრონული ტენდერებითა და პირდაპირი ხელშეკრულებებით, ჯამში, 400 ათას ლარზე მეტი შპს “ზესტაფონპროექტს” გადაუხადეს. კომპანიას ზაზა მახათაძე, თეიმურაზ წიწილაშვილი და ნოდარი მესხიშვილი ფლობენ. 

თეიმურაზ წიწილაშვილი და ნოდარი მესხიშვილის შვილი ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში მუშაობენ. 

შპს “ზესტაფონპროექტი” საჯარო რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაა. კომპანიის დირექტორი თეიმურაზ წიწილაშვილი იყო. 2007 წელს მან მუშაობა მერიაში დაიწყო. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა კომპანიის 40 პროცენტიან წილს დღემდე ფლობს. დღეს მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურში განყოფილების უფროსად მუშაობს.

კომპანიის თანამფლობელის, ნოდარ მესხიშვილის შვილი, დავითი ზესტაფონის მერიაში 2013 წლიდან ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტია. ნოდარ მესხიშვილი რომ მისი მამაა, ეს დეკლარაციაშიც უწერია. არც მისი სამეწარმეო საქმიანობა დაუმალავს. 

კომპანია ზესტაფონის მერიის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში 2015 წლიდან მონაწილეობს. სულ 84 შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული. აქედან 52 ელექტრონული ტენდერი იყო, თუმცა, 32 შემთხვევაში შპს “ზესტაფონპროექტს” კონკურენტი არ ჰყავდა. 32 ხელშეკრულება კი პირდაპირ გაუფორმეს. კომპანიამ, ჯამში, ტენდერებით 332 ათასი ლარი აიღო, ხოლო გამარტივებული წესით გაფორმებული კონტრაქტებიდან – 94 ათასი ლარი. 

ვესაუბრეთ დავით მესხიშვილს. ვკითხეთ, მამამისის კომპანიის გამარჯვება ტენდერებში მის საქმიანობას ხომ არ უკავშირდებოდა. გვითხრა, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს და არც სატენდერო პროცესთან აქვს შეხება. 

“განხილვაში და ზოგადად სხვა პროცედურებში მონაწილეობას არ ვიღებ, სხვა შესაბამისი წევრები იღებენ მაგ გადაწყვეტილებას. თუ ყველაფერი არის წესრიგში, აფორმებენ ხელშეკრულებას, თუ არადა, მოხსნიან ტენდერიდან. მილიონჯერ დაისვა ეს შეკითხვა. ახლა ან მე უნდა წავიდე სამსახურიდან თუ საპროექტო დავხუროთ, თუ რა ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ?!”

თეიმურაზ წიწილაშვილი კი გვეუბნება, რომ კომპანიის საქმიანობაში არ მონაწილეობს, მხოლოდ დამფუძნებელია. გვითხრა, ნაკითხი მაქვს, კანონის ფარგლებში რამდენად ჯდებოდაო. “როცა ტენდერი ცხადდებოდა, ინტერესთა კონფლიქტს ვწერდი და გამოვდიოდი კომისიიდან,” – გვიხსნის წიწილაშვილი. 

ტენდერის გამოცხადებამდე კი წიწილაშვილი იყო იმ კომისიის წევრი, რომელიც ადგენდა სატენდერი პირობებსა და განაცხადს ამზადებდა. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტის” (idfi) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე გვეუბნება, რომ ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაშიც სახეზეა.  

“მნიშვნელოვანია, რომ იმ პირმა, ვინც ინტერესთა კონფლიქტშია, ტენდერის განაცხადის მიღების პროცესშიც არ მიიღოს მონაწილეობა, რაც ეჭვი მაქვს, რომ არ ხდება. სავარაუდოდ, ექნება მიღებული მონაწილეობა. მერე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (როცა ტენდერის საბოლოო შედეგები უნდა გამოვლინდეს), იკავებენ ხოლმე თავს. ამ შემთხვევაში, ფორმალურად, კანონს ამაყოფილებენ,” – გვიხსნის მარიამ მაისურაძე. 

Related posts
მთავარიმიჩქმალული ამბები

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის…
Read more
მთავარიმიჩქმალული ამბები

რამდენი ადამიანი მართავს ქუთაისს?

ხატია ბანძელაძემ მერიაში განცხადება…
Read more
იმერლების გასაჭირიმთავარი

რას სწავლობენ ქართველი საჯარო მოხელეები

ადგილობრივი თვითმმართველობის…
Read more

გახდი ცვლილებების მონაწილე 

"თუ გაქვს სურვილი შეცვალო მსოფლიო უკეთესობისკენ, ამის მოკლევადიან პერიოდში განხორციელებისთვის ჟურნალისტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია,"
ტომ სტოპარდ
 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *